ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხთან მიმართებაში, გამართულ დებატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, ევროპარლამენტარების მიზანი არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ხელისუფლებაში დაბრუნება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დასჯა:
,,2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. მთელი ამ წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი – სინადვილეში ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც არა საქართველოს მეგობარი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია.
მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ჩამოაცილა ქართველ ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის მათი მიზანი ხელისუფლებაში.
ამას ხედავს ქართველ ხალხი. ამიტომაც არის, რომ რეაქცია ასეთი სახის განცხადებებზე არის.
რაც შეეხება გუშინდელ დებატებს – ჩვენ გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია – თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა; პროპაგანდა – თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული; ასევე, პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე