საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა განაახლოს კვების პროცესი და ითანამშრომლოს სამედიცინო სამსახურთან:
,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს.
ასეთია კანონი – თუ კი დააშავებ არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე, პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას.
დღეს საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან საკუთარივე ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე