ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

13 დეკემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული