სამშაბათი, აპრილი 16, 2024

მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტსაც – მაია ცქიტიშვილი

მამუკა ხაზარაძის თავისებურ შეფასებას, როდესაც მან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს კვალიფიკაცია დაუწუნა და ხაჭაპურების შესაძლო კარგ მცხობელად მოიხსენია, ეხმიანება ამ შეფასების ადრესატი:

დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ, საერთოდ, ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს.

რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას და ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და მიხედონ თავის ქვეყანას.

დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არის ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული, უკვე 2 წელიწადზე მეტით, ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა მისთვის მნიშვნელოვან ანაკლიის პორტს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შერცხვება, ის რაც იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე რა თქმა უნდა მზად ვარ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული