სამშაბათი, ივლისი 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფაქტია ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ კიდევ საქსტატის...

“ფაქტია ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ კიდევ საქსტატის მონაცემების გაკეთილშობილებას ვაქცევთ მხოლოდ ყურადღებას” – ალექსი ნონიაძე

ანალიტიკოსი, სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ალექსი ნონიაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობის ეკონომიკურ და სხვა სახის პრობლემებზე საუბრობს:

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა პრეზენტაცია თემაზე თუ რა პრობლემებია დემოგრაფიაში. ვახსენე, რომ 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს და თუ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რომელიც ჯანდაცვასთან, სასურსათო უსაფრთხოებასთან, განათლებასთან და სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ მოქმედ ფაქტორებთან კომპლექსშია, სულ ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში ვიქნებით.

სიტყვა შემისწორეს 70 ათასზე მეტი ბავშვი კი არ შიმშილობს არამედ არასრულყოფილად ღებულობს საკვებსო. ჩემი გამოსვლიდან მხოლოდ ამას მიაქციეს ყურადღება.

სანამ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები (არ დავაბრალებ მხოლოდ პოლიტიკოსებს) ვდავობთ ტერმინებზე და არა პრობლემების მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე უბრალო ადამიანებს არაფერი ეშველებათ და თავიანთ პრობლემებთან მარტონი არიან.

დღეს №296 ავტობუსში ახალგაზრდა გოგონა მოწყვეტით დაეცა. ვიღაცამ შიმშილს დააბრალა, ვიღაცამ გაჭედილ ავტობუსში უაჰაერობას და ვიღაცამ ეპილეფსიას. ვერავინ გაიგო იმ გოგონას რა სჭირდა.

ფაქტია ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ კიდევ საქსტატის მონაცემების გაკეთილშობილებას ვაქცევთ მხოლოდ ყურადღებას.

სწორი დიაგნოზი განკურნების ნახევარია. თუ დავადებას თავისი სახელს არ დავარქმევთ მკურნალობა არაეფექტური იქნება და საქმეს არ უშველის იმის ძახილი წინა ექიმმა რა შეცდომები დაუშვა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ალექსი ნონიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...