spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო...

“დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო აქციით გამექარწყლებინა – უარესი დამემართა” – მაია ნადირაძე

დღეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას, მწვავე შეფასებებით და კრიტიკით ორგანიზატორების მიმართ, ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ნადირაძე:

საიდან შემოგიაროთ, როგორ მოგმართოთ, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ-სპიკერებო, რომ რასაც იმსახურებთ ის მოგართვათ და თან სახე არ დავკარგო?!

ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით მავნებლობაა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამ ვითომ აქციებით, რომლებსაც ისე გეგმავთ, რომ ხალხი ვერ მოვიდეს, (ჯერ უაზრო მსვლელობა, არავინ რომ არ იცის და მერე ამ მსვლელობით გამოწვეული საცობებიდან გამოღწეულ ხალხს, 40 წუთში დაშლილი მიტინგი ხვდება) სრულიად მიზანმიმართულად (არცოდნაც მაგ კატეგორიისაა) ეწევით, არა მარტო მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომ ის ქართველ ხალხს ფეხზე ჰკიდია, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ფასეულობების ნიველირებას ახდენთ მთელი მსოფლიოს თვალში.

ყოფილი კგბ-ს აგენტების სკრიპალების მოწამვლის თაობაზე მსოფლიო დადგა ფეხზე და დღეს, პრეზიდენტის მოწამვლა, იგივე რუსული ძალის მიერ, თურმე სულ რაღაც ხუთასს ადამიანს აღელვებს. ამის დემონსტრირებას ახდენს თქვენს მიერ დაგეგმილი და “განხორციელებული” მიტინგები.

იმიტომ შემოგითვალათ სააკაშვილმა დამანებეთ თავიო. მიხვდა რა მავნებლობა გამოვიდოდა აქედან.

სადმე პირი არ გააღოთ და არ თქვათ, რომ ხალხი არ გამოდისო.

ხალხი არ გამოდის ტაკიმასხარობაზე და უნიჭო მსახიობების პაროდიებზე. ხალხი გამოდის გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და ის იქამდე ლიდერებს მიჰყავთ. ლიდერებს და არა პოლიტკარიერისტებს.

თქვენ ეს უკანასკნელიც ვერა ხართ. რომ იყოთ იმას მაინც მიხვდებიდით, რომ ოფიციალური წერილები უნდა აგზავნოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა მეგობარი ქვეყნის მთავრობებში, იქ უნდა იყოთ უკვე და რისხვის ზარებს რეკავდეთ. მაგისთვის ხართ პარტია, მაგიტომ იღებთ ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონს და მაგიტომ გთხოვთ ხალხი მოქმედებას და არა თქვენი სამოსის და სიფათების გამომზეურებისთვის.

ეჭვი მაქვს, წერილი ან მიმართვა როგორ დაწეროთ ეგაც არ იცით.

ხოდა, მიმართეთ ზურა ჭიაბერაშვილს, (თმას რომ იგლიჯავდით, როგორ გაგვიბედა მოახლოვებაო), არ დაგზარდებათ და დაწერს. ისედაც წერს შეიძლება, მაგრამ ის არ წარმოადგენს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას და არა აქვს სათანადო ძალა და ლეგიტიმაცია.

წესით, აქ უნდა დავწერო, რისი და ვისი ბრალია მსგავსი მავნებლობა, მაგრამ ბრიყვები ფაფარს აიშლიან და დანარჩენებმა ისედაც იციან.

დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო აქციით გამექარწყლებინა –
უარესი დამემართა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაია ნადირაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...