ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

პარტიის მთავარი ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და დღევანდელი ხელისუფლების – “ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის შეცვლა – კობა ნაყოფია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია უკრაინიდან კომენტარს აკეტებს პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჩაინიშნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდება თავმჯდომარის არჩევნების საკითხები და თარიღი:

,,მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ, უკრაინაში, დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა, დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში – ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას. ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

ამ ფონზე მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით.

დღეს გაიმართა ბრიფინგი, ჩვენი კოლეგის და თანამებრძოლის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა.

მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე ან ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარება და თვითონ კამპანია იყოს ღირსეული, ისეთი რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტიას მთავარ ბრძოლაში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ასევე დღევანდელი ხელისუფლების – “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, ქვეყნის მომავალზე ფიქრი.

მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს 15:00 საათზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული