ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ლაურა გრონენდაალთან ვისაუბრეთ იმ ბერკეტებზე რაც ევროკავშირის წევრ პარტიებს აქვთ საქართველოს დასახმარებლად – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბრატისლავაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ პირველი შეხვედრა ნიდერლანდების მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანთან ლაურა გრონენდაალთან გამართეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ნიდერლანდების მმართველი პარტიისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორმხრივ ურთიერთობებზე. ოპოზიციური პარტია რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებს ბრატისლავაში განაგრძობს

ნაყოფიერად ჩაიარა შეხვედრამ ნიდერლანდების მართველი პარტიის (VVD)-ის საერთაშორისო მდივანთან ლაურა გრონენდაალთან.

ვისაუბრეთ ორ ძირითად თემაზე: პირველი, – საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და იმ ბერკეტებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტიებს აქვთ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რაც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირიში გასაწევრიანებლად ლობირებას და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებას; ხოლო საუბრის მეორე საკითხი იყო ორმხრივი ურთიერთობები ,,სტრატეგია აღმაშენებელსა“ და ,,VVD”-ის შორის.

ასევე დაიგეგმა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ნაბიჯები, მათ შორის მემორანდუმის გაფორმება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული