spot_img
მთავარისხვადასხვაარჩილ თალაკვაძე: მადლობა მასწავლებლებს იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი...

არჩილ თალაკვაძე: მადლობა მასწავლებლებს იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ

მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მასწავლებლებს, იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. იმისთვის, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ისინი აკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ჩვენი ქვეყნის მომავალთან და დებენ ძალიან დიდ ენერგიას იმაში, რომ საქართველო ხვალ იყოს უკეთესი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე.

განათლების სექტორს ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

შეუძლებელია ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოდიოდეს, თუ ქვეყანას დღეს აქვს უარესი განათლების სისტემა, ვიდრე ჰქონდა იმ დროს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ეამაყებათ.

შეუძლებელია, რომ დღეს ქვეყანაში ჩამოდიოდეს მეტი ტურისტი, თუ მათ უკეთეს სერვისებს არ აწვდიან.

შეუძლებელია, რომ ექსპორტი გაიზარდოს ევროკავშირში, თუ მეწარმეებმა ბიზნეს სექტორში მომუშავე ადამიანებმა, უკეთ არ იციან როგორ გააკეთონ თავისი საქმე და როგორ გაიტანონ ევროპულ ბაზარზე თავისი პროდუქცია.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ორგანულად არის დაკავშირებული განათლების სისტემასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...