შაბათი, მაისი 4, 2024

თელასის გაფრთხილება: 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, პურის მოედნის, გორგასლის, სადგურის, კალანდაძის, ნადიკვარის, ასათიანის, აბო თბილელის და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, ჭელიძის, ქერჩის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირეჯიბის გზატკეცილის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის, ბასილაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, ლიხაურის, დოლიძის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლითონკონსტრუქციების დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნადირაშვილის, ხელოვანთა და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული