სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"პუტინიზმის" ანატომია - ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

“პუტინიზმის” ანატომია – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ჩვენს ცივილიზაციას, თავისი არსებობის განმავლობაში, ჰყავდა როგორც წარმატებული ლიდერები, რომლებმაც კაცობრიობას დიადი საქმეებით თავი დაამახსოვრეს და საკუთარი ქმედებებით არაერთი თაობისთვის მისაბაძი მაგალითი გახდნენ, ისე დამნაშავეები – რომელთა მოღვაწეობაც ისტორიისთვის “შავ ლაქას” წარმოადგენს და ასევე მაგალითია, ოღონდ იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ცნობილი ადამიანი.

მაკიაველს მიაჩნდა, რომ თუ სურვილი გაქვს ისტორიაში შეხვიდე, კაცობრიობის წინაშე, ან დიდი სიკეთე, ან დიდი ბოროტება უნდა ჩაიდინო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელი უდავოდ შევიდა ისტორიის ანალებში. მაგრამ არა როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატებული მართველი, არამედ როგორც სამხედრო დამნაშავე. თუ როდესმე დიქტატორებისთვის სახელმძღვანელო გამოიცემა, მასში აუცილებლად ერთი თავი ახალგაზრდა უზურპატორებისთვის რჩევებს დაეთმობა, რომელიც კაცობრიობას პუტინიზმმა აჩუქა და მხოლოდ პუტინის მმართველობის “ნოუ ჰაუს” წარმოადგენს.

ყოველთვის ვამბობდი, რომ 10 წელი სავსებით საკმარისია რეფორმების გასატარებლად, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ცვლილებებმა სისტემური ხასიათი მიიღონ, საზოგადოებას მინიმუმ 20 წელი მაინც სჭირდება. პუტინი უკვე 22 წელია სახელმწიფოს სათავეში და ქვეყანაში მის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, თუ შეიძლება მას „რეფორმები“ ვუწოდოთ, უკვე სისტემური ხასიათი მიიღო და „русский мир“-ის სახელით არის ცნობილი. მით უმეტეს, რომ იდეოლოგიურად პუტინიზმი ფესვებს საბჭოთა კავშირიდან იღებს, რამაც კიდევ უფრო გაადვილა მისი რუსულ საზოგადოებაში დამკვიდრება.

ჩამოვთვალოთ რაში მდგომარეობს პუტინის მართვის სისტემის “ნოუ ჰაუ”, რომელმაც რიგითი მოქალაქე უხერხემლო, უპრინციპო, პატარა ჭანჭიკად აქცია სახელმწიფოს რთულ მექანიზმში:

• ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დადებული არაფორმალური ხელშეკრულება პრინციპით: მე – მთავრობა, შენ – მოქალაქეს არ გეხები, იცხოვრე როგორც შენ გსურს, ოღონდ ჩემგან – მთავრობისგან არაფერი მოითხოვო. შენი – მოქალაქის საქმე არ არის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ბიუჯეტის პრიორიტეტები და მისი განაწილება. თუ ჭკვიანად მოიქცევი და მთავრობას არ გააკრიტიკებ პატარ-პატარა სამართალდარღვევებიც გეპატიება. ოღონდ მთავარია, არჩევნებზე მოხვიდე და მართველ პარტიას ხმა მისცე;
• პედაგოგების და სხვა ბიუჯეტური ორგანიზაციის თანამშრომლების საარჩევნო, პარტიული მიზნებისთვის გამოყენება;
• ხელისუფლების კოჰაბიტაცია დამნაშავეთა სამყაროსთან;
• სახელმწიფოს პირველი პირის კულტი (რაც პრინციპში არახალია);
• შერჩევითი სამართალი და მოსყიდული სასამართლო;
• მოსმენები და დევნა, უსაფრთხოების სამსახურისგან მოქალაქეების ტოტალური კონტროლი;
• ოპოზიციის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებისგან. საზოგადოებაში “კლიშეების” დამკვიდრება: „ყველა ოპოზიციონერი დასავლეთის აგენტია და ქვეყნის ინტერესებს ფულზე ყიდიან“;
• დამოუკიდებელი მედიის არ არსებობა. სრული და მასშტაბური ცენზურა თავისუფალ სიტყვაზე;
• ნიჰილიზმი, უიმედობა, შიში, უპერსპექტივობის განცდა მოსახლეობაში;
• მოლაპარაკებაში პარტნიორების “გადაგდება”, მეორე მხარის ინტერესების უგულებელყოფა, მიღწეული შეთანხმების ჩაშლა და მისი ურცხვად პარტნიორებისთვის დაბრალება;
• ფაშიზმის, შოვინიზმისა და ძალადობის შეფუთვა, პატრიოტიზმის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების, ასევე რელიგიური გრძნობების საფარქვეშ;
• საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმატებად, მხოლოდ უცხო სახელწიფოს ტერიტორიების მიტაცების აღიარება;
• სოციალური სახელმწიფოს პრინციპების სრული უგულებელყოფა (რიგითი მოქალაქის სიცოცხლეს “ჩალის ფასი” აქვს სისტემისთვის);
• მონოპოლიური ეკონომიკა და ოლიგარქები;
• სახელმწიფო ტერორი ბიზნესზე. ბიზნესმენების მართველ ძალაზე დამოკიდებულება და ტოტალური კონტროლი. პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვება. წინააღმდეგობის შემთხვევაში გაკოტრება და სამართლებრივი დევნა;
• კორუფციის მაღალი დონე. პირადი ფინანსური ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება. აღებ-მიცემობა საქმიანობის ყველა სფეროსა და დონეზე;
• ქვეყანაში წამყვან და მნიშნელოვან თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა მხოლოდ სპეცსამსახურების რეკომენდაციით.

თუ დიდი ნაწილი გეცნოთ არ გაგიკვირდეთ, ჩვენ ხომ რუსეთის მეზობელი სახელმწიფო ვართ…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...