პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისიმართლე უნდა ითქვას და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე...

სიმართლე უნდა ითქვას და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვას ავრცელებს და ტრადიციული ფასეულებებთან ერთად პროგრესისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მიხეილ სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ახლა არაა დაპირისპირების დრო და ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა ვინც ქადაგებს ამ “სვეცკური”, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს – ვასაძეებს, “ქართულ მარშებს” და ასე შემდეგ…

ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაქებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან…

ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ივანიშვილს აწყობთ.

არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ პროგრესულები მაგრამ ამავე დროს არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. შეგვიძლია ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამით არ შევაქციოთ ზურგი ჩვენს სიწმინდეებს.

სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. არადა ეს ასე სულაც არ არის – პირიქით…

რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ძალიან ინოვაციურები, ყველაზე ბევრი იდეა გვაქვს, საინტერესო იდეა გვაქვს, გათანამედროვების იდეა გვაქვს.

მე ვფიქრობ, აქ არ არის ვინმესთან პიროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი. სიმართლე უნდა ითქვას და რაღაც მომენტში ხალხს უნდა გაეგო სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, საერთო უბედურების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას შეხედულებას, თუ ეს საქართველოს ინტერესებშია და ადამიანი მოქმედებს საერთო ფრონტით. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ჩვენ ბევრი საფრთხე გვაქვს და ახლა დრო არა გვაქვს რესურსების დაბნევის და ერთმანეთთან ქიშპობის…

ძალა ერთობაშია!

საქართველოში უნდა გათენდეს!“, – მიმართა საქართველოს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...