სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“სიტუაცია არის ძალიან მძიმე! საჭიროა ისეთი კლინიკა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება” – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვერაზე იმყოფებოდა, სადაც დეტალურად გააცნო ინფორმაცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

,,შეხვედრა ჩატარდა პრეზიდენტის მრჩეველთან და ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. მათი ინტერესი გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ თემასთან დაკავშირებით მე რამდენადაც შემეძლო მივაწოდე ამომწურავი პასუხი და ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლებელია ლეტალური შედეგი, თუკი დროულად არ იქნა მიღებული სათანადო ზომები.

გავუზიარე ჩვენი, მათ შორის ამერიკელი, ინგლისელი ექსპერტის შეხედულება იმის თაობაზე, რომ ყველა ექსპერტს აუცილებლად მიგვაჩნია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, – გაყვანა სასწრაფო წესით, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით ევროპულ ან ამერიკულ საუნივერსიტეტო დიდ კლინიკაში, სადაც მოხდება პირველ რიგში სწორი დიაგნოსტიკა, შემდგომში ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ამისათვის საჭირო არის ისეთი კლინიკა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამდაგვარი, მულტიროფილური პაციენტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის.

ამჟამად მე ვიმყოფებოდი მათი მოწვევით და აინტერესებდათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება, მოწამვლის ფაქტს – მე არაერთხელ გითხარით, რომ აღმოჩენილი არის მძიმე მეტალები – ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამერიკიდან, შესაბამისად, ეს საჭიროებს შემდგომ განმარტებას სიმპტომებთან კორელაციაში და დიფერენციალური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით აუცილებელია, როგორც ინტოქსიკაციის გამორიცხვა, ასევე ინფექციური პათოლოგიების გამორიცხვა.

სამწუხაროდ, ჩემი მხრიდან ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ არანაირი პროგრესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ შეინიშნება კლინიკა ,,ვივამედში” ყოფნის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად გარკვეული მიმართულებებით მკურნალობა და დიაგნოსტიკა მოხდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვხედავთ, რომ არა გვაქვს სრულყოფილი დიაგნოზი და არ გვაქვს ადეკვატური მკურნალობა”, – განცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული