ელისო კილაძე ბოლო ერთი წლის პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და საერთოდ პოლიტიკაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩენილი რეალობის ერთგვარ პუნქტობრივ შეფასებას ახდენს:
“რა მასწავლა მიშას პატიმრობის ერთმა წელმა?
- ის რომ უმადურობა ადამიანთა მოდგმის განუმეორებელი თვისებაა;
- ის რომ ღალატს ნუმერაცია არა აქვს;
- ის რომ ერთგულებას ვერ ისწავლი – ან გაქვს, ან არა;
- ის რომ ბოროტება არის უსაზღვრო, და სიკეთე გათითოკაცებული;
- ის რომ ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო;
- რაც მთავარია – ავადმყოფი უნდა მ@@@ ნა ლოგინში;
- და მხოლოდ გამოცდილი მეგობრების იმედი უნდა გქონდეს ყველა ბრძოლაში!
ჰოდა, ვეცდები რომ ყველა პუნქტი ხელახლა გადავიკითხო და აუცილებლად გავითვალისწინო!
იგივეს გირჩევთ თქვენც🙏” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება