კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ ამ დონეზე არის დაზიანებული სააკაშვილის ჯანმრთელობა და...

თუ ამ დონეზე არის დაზიანებული სააკაშვილის ჯანმრთელობა და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, თუ ყოფილი პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა, სასამართლომ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და დაამტკიცოს დამოუკიდებლობა:

,,რაც ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას – მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მე ყველანაირად და ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ. ვთვლი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის, ასევე ჩვენი ღირსებისთვის.

ამდენად ჩემი ადმინისტრაციიდან რეგულარულად ხვდებიან ხან კონსილიუმს, ხან ,,ემპათიას“. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა.

მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის, და ეს არა ერთხელ მითქვამს, – საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებში, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებიული და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე, არც ვარ ექსპერტი რომ მე ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და მან უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას:

1. ჯანმრთელობის – კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის;

2. ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშნელოვანი. ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს.

ეს არის, ალბათ, ექიმების ვალდებულება, რომ შეიტანონ სასამართლოში დასკვნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...