შაბათი, აპრილი 20, 2024

“დეოლიგარქიზაცია უნდებლარიენ, ოღონდ, “იმენნა” ბიძინაზე მორგებული” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დასავლელ პოლიტიკოსებს უპირისპირდება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას:

ჩვენი ბრალია!!!…

ისევ დაიწყეს “ზრუნვა” საქართველოზე. ისევ გამოყო ფეხი კრამერმა. ისევ ასისინდა ფოტეგა.

…და ეს “ისევ” არ მთავრდება!

…და ეს ვინმე დეგნანიც ისევ გააქტიურდა.

არანაირი სურვილი არ მაქვს აქ, ახლა, ანალიტიკის და სიღრმეებში ჩასვლის. არც ჩვენი ქვეყნის მტრები იკლავენ თავს აზროვნებით და განსჯებით. აი, ასე უნდათ და აჯაზებენ!

დეოლიგარქიზაცია უნდებლარიენ, ოღონდ, “იმენნა” ბიძინაზე მორგებული.
ჰოდა, იმას ვამბობდი – ჩვენი ბრალია!!!

რა გახდა ერთი მშვიდობიანი მსვლელობა ჩვენი სამშობლოს დასაცავად! ხომ ხედავთ, რაზე აკეთებენ აპელირებას?! ხალხი ხელისუფლებას არ უჭერს მხარსო!!!..

მიდი, ახლა, და ედებატე და ედავე ამ რეგვენებს… არ აწყობთ და არც იჯერებენ, რომ არასოდეს ჰყოლია იმდენი მხარდამჭერი ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს, რამდენიც ჰყავს დღეს!!!

არასოდეს… არც 2012-ში… იმიტომ, რომ მშვიდობა უალტერნატივოა! იმიტომ, რომ საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია!

ჩვენი ბრალია!!!…

…და სანამ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ერთი მშვიდობიანი მარში თბილისის ქუჩებში!!!
და მხოლოდ ერთი სიტყვა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთად ყოფნის –
დ ა გ ვ თ ვ ა ლ ე თ!!!!…,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული