ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“მივმართავ ირაკლი კობახიძეს – ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში ან პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე” – გიორგი ვაშაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე

ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის რეკომენდაციას  აძლევს ევროპარლამენტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიმართავს:

მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რომელიც არის პრორუსული პარტიის თავმჯდომარე: არჩევანი გაქვს მარტივი – ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში ან არ აგზავნი, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. მორჩა, დამთავრდა, წერტილი.

ყველა სახის სპეკულაცია უნდა დამთავრდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნურაფერს ელოდებით უკრაინიდან – კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან არაფერი არ იქნება, ამ დროის მდგომარეობით ასეთი ვითარებაა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული