სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"თუ აქამდე მხოლოდ რუსი პროფესიონალი სამხედროები იხოცებოდნენ, ახლა...

“თუ აქამდე მხოლოდ რუსი პროფესიონალი სამხედროები იხოცებოდნენ, ახლა მობილიზებულებიც დიდი რაოდენობით მიისწრაფიან კობზონის კონცერტზე” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში ომის პერიოდში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობიდან გამომდინარე კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:

რატომაა მნიშვნელოვანი უკრაინელების მიერ გამოცხადებული 85 000 რუსი სამხედროს განადგურების ინფორმაცია?

ვთქვათ, ეს გაზრდილი ციფრია და ავიღოთ უფრო მცირე ციფრი – 75 000. ეს უნდა გავამრვალოთ სამზე (დაჭრილების დაახლოებითი რაოდენობა) და შევკრიბოთ: 225 000 + 75 000 = 300 000. ანუ 300 000 რუსი სამხედრო გამოეთიშა ამ ომს.

თუ აქამდე მხოლოდ რუსი პროფესიონალი სამხედროები იხოცებოდნენ, ახლა მობილიზებულებიც დიდი რაოდენობით მიისწრაფიან კობზონის კონცერტზე.

მაგრამ მათი რაოდენობაც მილევადია. ამიტომ რუსეთს მალე მოუწევს მობილიზაციის ახალი ნაკადის დაწყება. რა თქმა უნდა, ომისთვის მოუმზადებელი ეს ახალი ნაკადიც ისეთივე საზარბაზნე ხორცი იქნება, როგორიც პირველი იყო. ისინი ფრონტზე გარდატეხას ვერ მოახდნენ, უბრალოდ თავიანთი სიცოცხლის ფასად ცოტა ხნით შეაფერხებენ უკრაინელთა წინსვლას.
უკრაინა კი მათ ახვედრებს მომზადებულ და დასავლური შეიარაღებით აღჭურვილ ჯარს. თან ეს შეიარაღება მუდმივად იზრდება.

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! 🇺🇦🇺🇦🇺🇦” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...