საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ევროკავშირის მოწოდებაზე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, გამოსავალი არ არის კანონის კოპირებაში:
,,დეოლიგარქიზაციის ორივე კანონპროექტი გავაგზავნოთ როგორც ოპოზიციის – ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ისევე ,,ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული. რომელიც უკეთეს შეფასებას მიიღებს ვენეციის კომისიიდან, ის კანონი მივიღოთ.
ქართული რეალობა არის, რომ ოლიგარქი უკვე ხელისუფლებაშია. უკრაინაში ოლიგარქიისგან იცავდნენ და აზღვევდნენ ხელისუფლებას. ეს არის არსებითი ცვლილება.
შესაბამისად, კოპირება კი არ არის გამოსავალი. ამ მოცემულობაში არ არსებობს 100%-ით ოლიგარქიისგან დაზღვევა, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებების გარეშე ოლიგარქიისგან საქართველოს ჩვენ ვერ დავიცავთ“, – განაცხადა პაატა მანჯგლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე