პარასკევი, აპრილი 19, 2024

ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, სს „თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ

სს „თელასი“-ს განცხადება ავრცელებს და ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, სს „თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ.

საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის; გაშიშვლებული კაბელის; სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ თხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99),” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული