შაბათი, აპრილი 20, 2024

“გვთხოვენ, ფორმალურად დასახელებული კანდიდატები წარმოვადგინოთ სახალხო დამცველად, არასერიოზულია ეს – სწორედ ეგ თქვა გიორგი ვაშაძემ” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესთან მიმართებაში და განმარტავს პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას აღნიშნული პროცესის გართულებასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ დავასახელეთ 3 კანდიდატი, ასევე ,,გირჩმა” – იაგო ხვიჩია. დანარჩენი კანდიდატები ფორმალურად დავასახელოთო გვითხრეს. უბრალოდ იმისთვის, რომ არ ჩავარდნილიყო ეს პროცედურა.

ახლა გვთხოვენ, ფორმალურად დასახელებული კანდიდატები წარმოვადგინოთ სახალხო დამცველად. არასერიოზულია, სწორედ ეგ თქვა გიორგი ვაშაძემ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: ,,პალიტრა News”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გაუარესებასთან დაკავშირებით:

,,კი არ გააკეთილშობილეს, პირიქით ომბუდსმენის არჩევის წესი დაამძიმეს, გაართულეს და გააუარესეს. ამიტომ გვყავს უამრავი ომბუდსმენის კანდიდატი, რომელიც ახლა არის დასახელებული. ვერ გაიგებ ვინ ვინ არის?!“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული