პარასკევი, აპრილი 19, 2024

დავით ფირცხალავას ფილმი “დიდი შესვენება” ლოს ანჯელესში, Asian World Film Festival საკონკურსო პროგრამაში

ლოს ანჯელესში, აზიური ფილმების ფესტივალის (Asian World Film Festival) საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს დავით ფირცხალავას ფილმი “დიდი შესვენება”.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ლოს ანჯელესში უკვე შედგა ფილმის 2 ჩვენება, რომელსაც ფესტივალის ჟიურის წევრები დაესწრნენ. ასევე, ამერიკაში იმყოფებიან ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები: პროდიუსერები თიკო ნადირაშვილი და თედო დოლიძე და დამდგმელი ოპერატორი შალვა სოყურაშვილი.

ფესტივალის გამარჯვებულები 18 ნოემბერს გამოვლინდებიან.

“დიდი შესვენება” საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული