ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული...

“მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული – გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებანი

ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე პოლონეთთან დაკავშირებით გაკეთებული წინასწარმეტყველებები ქვეყნდება, შესაბამის განმარტებებთან ერთად:

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პრჟევოდუვში, 15 ნოემბერს, რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, მათ არ გააჩნიათ „მკაფიო მტკიცებულებები, თუ კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რუსული წარმოების რაკეტა იყო“.

რაღა თქმა უნდა, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ინციდენტთან კავშირს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.

ამ დროისათვის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკელი ექსპერტების ჩართვა შესთავაზა გამოძიებაში. იმედია, სპეციალისტები დაადგენენ, ვინ და საიდან გაუშვა რაკეტა, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა.

თუმცა ჩვენი მკითხველებისთვის ექსპერტების დასკვნის გარეშეც გასაგებია, ვინც არის მომხდარის „ავტორი“. ამის შესახებ ქალბატონი ლელა კაკულია ჯერ კიდევ 2022 წლის 18 ივლისს აფრთხილებდა პოლონეთს.

იმ დღეს ის მარტვილის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წარმოთქვა კიდეც შესაბამისი წინასწარმეტყველება.

ქვემოთ ამ ჩანაწერსაც შეგახსენებთ და ასევე 21 ივლისს წარმოთქმულსაც, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია ჩვენს YouTube-არხსა (იხ. ბოლოში) და ამავე გვერდზეც:

📌 2022 წელი, 18 ივლისი
მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული – გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა.
რუსეთი არ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება.
მაგრამ რუსეთი პოლონეთში ომს ვერ გაშლის. კი დაარტყამს, მაგრამ, ასე ვთქვათ, მხოლოდ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებს. ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს — ვერ გაიმარჯვებს.
ევროკავშირი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი საბოლოოდ გაცოფდებიან და რუსულ დათვს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ბუნაგში შეტენიან…

📌 2022 წელი, 21 ივლისი
რუსეთი პოლონეთს ვერ დაანგრევს, ვერ გააკეთებს იმას, რაც უკრაინაში გააკეთა – მთელი რეგიონები რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.
მე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს პოლონეთზე შეტევა აქვს ჩაფირებული და ბომბს ესვრის-მეთქი, თორემ ფართომასშტაბიანი ომი, მასიური ნგრევა და მსხვერპლი არ დამინახავს – ასეთი რამ პოლონეთს არ აწერია ბედისწერაზე.
პოლონეთი გადარჩება!

კადიროვის მუქარის პასუხად, რომ ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ამუშავებენ და კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია, ვიტყვი: ადამიანი ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს!

ვხედავ ნატოს ჯარების მობილიზაციას და ამ ძალას რუსეთი ვერ მოერევა – ანახებენ, როგორ უნდა ბომბის სროლა.

მე 2008 წლის 1 მარტის წინასწარმეტყველებაში მიწერია: ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება-მეთქი. ჰოდა, ფრთხილად, რუსეთო!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...