ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ომი დამთავრდება მოსალოდნელზე უფრო ადრე უკრაინის სრული გამარჯვებით ბრძოლის ველზე!” – ზურაბ ბატიაშვილი

პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს რაკეტების ჩამოვარდნის თემას ეხება რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი და კონკრეტულ შეკითხვებთან დაკავშირებით თავის პასუხებს აფიქსირებს:

პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით:

– რუსეთი დასავლეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშეც აგებს ამ ომს? – აგებს.

– დასავლეთში ვინმეს სჭირდება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით? – არა.

– დასავლეთს სჭირდება უკრაინის გამარჯვება? – სჭირდება და ახლა უკვე მალე. შესაბამისად, ამ პროცესს დააჩქარებენ უკრაინისთვის უფრო მეტი და ხარისხიანი დასავლური იარაღის მიწოდებით.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის შედეგად, ომი დამთავრდება მოსალოდნელზე უფრო ადრე უკრაინის სრული გამარჯვებით ბრძოლის ველზე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

ფოტოზე დასავლელი ლიდერები გუშინდელ G-20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ სახელდახელო შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთის ამბავს მიეძღვნა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული