ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბათუმს გავლენიანი ბიზნეს ტელეკომპანია BLOOMBERG სიუჟეტს უძღვნის ...

ბათუმს გავლენიანი ბიზნეს ტელეკომპანია BLOOMBERG სიუჟეტს უძღვნის და ასახელებს ევროპის გამორჩეულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად

გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს. ტელეკომპანიას კომენტარი მისცა აჭარის ა.რ. მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ:

ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი.

ეკონომიკური თვალსაზრისით, აჭარა ნამდვილად არის მოწინავე და მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის“ – ნათქვამია სიუჟეტში.

ვიდეო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს შესაძლებლობებს ეთმობა.

სატელევიზიო კამპანია, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს, ბლუმბერგის ეთერში დღეიდან ჩაეშვება. “ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ BLOOMBERG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...