spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო...

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები.

გამოიყო შესაბამისი საავტობუსო ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ავლაბრის მოედნის სრული განახლება, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის მოწესრიგებითა და რეაბილიტაციით.

ამავე პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტირდა ავლაბრისა და ერევნის სკვერები – ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო განათების სისტემა და განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.

გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აფგან სადიგოვის ნაცვლად გარეჯს გიბრუნებენ? რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი” გოჩა მირცხულავა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქართველოდან ექსტრადაციის გამო, მმართველ პარტიას...

“ეზიზღებათ “ვეფხისტყაოსანი”, რადგან რუსთველი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც “ქართული ოცნება” განასახიერებს” – გია ჯაფარიძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს - "ვეფხისტყაოსანი", საზოგადოების არაერთგვაროვანი...

“როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!..” – ლაშა ბუღაძე

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...