შაბათი, აპრილი 20, 2024

“მხარზე ავტომატით, დაღლილი სახით და რეზინის “ვალინკებით”, მხნედ მიდიოდა” – ლაშა ბერულავა ნოდარ ნათაძეზე

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ნოდარ ნათაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აფხაზეთის ომიდან ემოციურ ამბავს იხსენებს:

“ავღანელებთან” ერთად ახალდაბიდან, ყარყარაშვილის შერჩეულ 500 კაცში (სოხუმის დასაცავად, სანაპიროთი გადავედით, საავტომობილო გზა ბლოკირებული იყო) მოხვედრილი 1993 წლის 23-დან 27 სექტემბრამდე მომიწია გუმისთასთან ყოფნა, მერე იყო უკანდახევა, მერე კი ქალაქის დატოვება და ჯოჯოხეთის გზა.

მოკლედ, სწორედ ამ გზას ვადგავართ, სადღაც, მესამე დღეა და ლევან წერედიანმა წამკრა “დათვის ტორი”: ნახე, ნოდარ ნათაძე მიდის წინო. შენღა მაკლიხარ ახლა, რას მაღადავებ, ისეთაც ძლივს მივლასლასებ…, – მოულოდნელობისგან პირი დავაღე, როცა დავაკვირდი.

ნოდარ ნათაძე იყო: მხარზე ავტომატით, დაღლილი სახით და რეზინის “ვალინკებით”, მხნედ მიდიოდა.

გარდაცვლილა, 93 წლისა, გაანათლოს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ბერულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული