ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიმულაციების შექმნას შეეცდებიან იმისთვის, რომ სულ არ დაკარგონ...

“სიმულაციების შექმნას შეეცდებიან იმისთვის, რომ სულ არ დაკარგონ ის ნარჩენი ხმები და ნარჩენი მხარდაჭერა, რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებაში შეიძლება ჰქონდეთ” – მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე:

გარკვეული ჯგუფები და დაჯგუფებები არსებობენ, რომლებსაც ერთმანეთთან სრულიად არათავსებადი ინტერესები აქვთ, თუმცა ერთადერთი გამაერთიანებელი აქვთ, რომ ყველა მათგანი დესტრუქციულია და ყველა მათგანი საზრდოობს ხელისუფლებაში ყოფნისა და გავლენების ქონის ერთადერთი დაუოკებელი სურვილით.

ასეთ ფონზე გასაგებია, რომ ისინი ეცდებიან ერთმანეთის ძალაუფლების მიტაცებას, იმისთვის რომ ერთგვარი ბუტაფორიული სიძლიერის შთაბეჭდილება შექმნან.

ამ გზით, მაგალითად, ახალაიას თუ მერაბიშვილის ჯგუფი შეეცდება, რომ რაღაცნაირად თავი მოუყაროს ნარჩენებს, რაღაცა ფორმა მისცეს ამას ყველაფერს და წარმოდგეს როგორც სამართალმემკვიდრე “ძლევამოსილი” “ნაციონალური მოძრაობისა”.

ამგვარი სიმულაციების შექმნას შეეცდებიან იმისთვის, რომ სულ არ დაკარგონ ის ნარჩენი ხმები და ნარჩენი მხარდაჭერა, რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებაში შეიძლება ჰქონდეთ,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...