ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:
13 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უწერის, ვარდოვანის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშილის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.