ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

ბათუმმა ტურიზმი „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. „World Travel Awards“-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.

„World Travel Awards“-ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში იყო გადანაწილებული. ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული კი ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ კიდევ ერთ წარმატებას. ნამდვილად დიდი ნაბიჯია ბათუმისთვის მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელება, მაშინ როცა კონკურსზე ისეთი ქვეყნების ქალაქებია წარმოდგენილი, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, ჩრდილოეთ ირლანდია თუ ბულგარეთი.

მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ჩვენი ქალაქი პირველად იყო წარდგენილი და გვიხარია, რომ ეს ნომინაცია ბათუმის გამარჯვებით დასრულდა.

ეს იმ თითოეული ადამიანის დამსახურებაა, ვინც ტურიზმის სფეროში პირდაპირ თუ ირიბადაა ჩართული და ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას,“ – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ომანში გამართულ „World Travel Awards“-ის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...