11 ნოემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12-14 ნოემბრის პერიოდისთვის.
არასტაბილურობით გამოირჩეოდა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა სტაბილური იყო დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად:
8 ნოემბერი – 2.7340;
9 ნოემბერი – 2.7366;
10 ნოემბერი – 2.7328;
11 ნოემბერი – 2.7261.
ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0082 ლარით და 1 აშშ დოლარი 12 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7179 ლარი.
შეიცვალა სიტუაცია და ბოლო კვირაში ეროვნულ ვალუტის გაუფასურების ტენდენცია გამოიკვეთა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:
8 ნოემბერი – 2.7304;
9 ნოემბერი – 2.7366;
10 ნოემბერი – 2.7446;
11 ნოემბერი – 2.7114.
ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში უკვე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0796 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7910 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1903 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1465 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7359 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6022 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8634 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8303 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.8131 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.8869 ლარი
100 იაპონური იენი – 1.9514 ლარი
წინა კვირაში ლარის კურსი არასტაბილური იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:
8 ნოემბერი – 4.4551;
9 ნოემბერი – 4.4843;
10 ნოემბერი – 4.4669;
11 ნოემბერი – 4.4477.
11 ნოემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 0.0570 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.5047 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი