spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩი მეტი თავისუფლების" განცხადება "ალდეს"...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი მეტი თავისუფლების” განცხადება “ალდეს” პარტიების მხარდაჭერაზე და ნიკა გვარამიას გათავისუფლების პეტიციაზე

“ალდეს” პოლიტიკურ ჯგუფში გაწევიანებული ორი პოლიტიკური პარტიის – “სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი მეტი თავისუფლების”, ლიდერების – გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი განცხადება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასა და ნიკა გვარამიას განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ პოზიციაზე:

ალდე” იყო ევროპული პოლიტიკური პარტიების პირველი გაერთიანება, რომელმაც უპირობოდ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ა.წ. ივნისში.

“ალდეს” პარტიების ლიდერების სამიტზე, რომელიც 2 კვირის წინ გაიმართა ბრიუსელში, შევთანხმდით, რომ “ალდე” გააქტიურდებოდა 12 პუნქტის შესრულების პროცესში და დახმარებას აღმოუჩენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კამპანიის წარმოებაში, მთელი ევროპის მასშტაბით.

პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. “ალდეს” პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა, ასევე სხვა ევროპარლამენტარებმა ილჰამ კიუჩიუკმა, სვენია ჰანმა, ურმას პაეტმა და ბარტ გრუტუსმა ჩაწერეს მხარდამჭერი ვიდეოები, სადაც გაჟღერებულია საქართველოს მხარდაჭერა და სასარგებლო რჩევები 12 პუნქტის შესასრულებლად.

ერთ-ერთი უპირველესი გზავნილი “ალდეს” ლიდერებისგან არის ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი. ნიკა გვარამიას გათავისუფლება განიხილება როგორც საქართველოს ევროპული გზისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე, ალდეს წევრებმა გაამზადეს წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე, სადაც მოთხოვნილია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პოლიტიზირებული სასამართლო საქმეების დასრულება. “ალდე” მოუწოდებს ყველას დააკოპირონ წერილის ტექსტი და გაუგზავნონ ირაკლი ღარიბაშვილს, მის სამუშაო ელექტრონულ მეილზე.

ჩვენ, “ალდეს” წევრი პარტიები, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ალდეს ოჯახთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. აღნიშნული კამპანია არის ჩვენი ბრიუსელში აქტიური საქმიანობის შედეგი. პრორუსული “ქართული ოცნების” რეჟიმისგან განსხვავებით, ჩვენ და ჩვენი პარტიები კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო არ აცდეს ევროპულ გზას და რომ ევროპელი მეგობრები მუდამ იდგნენ საქართველოს გვერდით,” – აცხადებენ ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩი მეტი თავისუფლება”, გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...