spot_img
მთავარიანალიტიკა"მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება გამოსავალი არ არის...

“მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება გამოსავალი არ არის და შექმნის დამატებით პრობლემებს!” – ალექსი ნონიაძე

2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, ანუ ფასის ზედა ზღვარი დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიერ დადგენილ ღირებულებაზე ძვირად სამედიცინო პრეპარატების რეალიზაცია დაუშვებელი იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლის პირველ კვარტალში რეფერენტული ფასი მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს (სულ 1 100 დასახელება) შეეხებათ. მეორე კვარტლიდან კი ეს ცვლილება ყველა სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება.

ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მედიკამენტებზე მაღალი ფასები სენსიტიური თემაა და ყოველთვის საზოგადოებაში დიდ დისკურსიას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით თვეში, შინამეურნეობის საშუალო ხარჯის მხოლოდ 5% მოდის წამლების შეძენაზე, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის აღქმით (განსაკუთრებით ეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონერებს ეხებათ), სამედიცინო პრეპარატების ფასი, მათი შემოსავლების გათვალისწინებით უზომოდ მაღალია. საქართველოს მთავრობის ამ საკითხით დაინტერესებაც ხომ პრინციპში ამ ფაქტის აღიარებაა.

მოკლედ ის, რომ მსგავსი პრობლემის გადაწყვეტაში მთავრობის ჩართულობა საჭირო იყო ვფიქრობ სადავო არ უნდა გავხადოთ. მაგრამ მოდით განვიხილოთ რამდენად ეფექტურია ის გზა, რომელსაც მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად ირჩევს და არსებობს, თუ არა ალტერნატიული გზა.

ბიზნეს ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება იწვევს მის დეფიციტს და ხარისხის გაუარესებას. ეკონომისტები ძალიან ბევრ საკითხში დავობენ, მაგრამ არის თემები, რომელშიც კონსენსუსი ადვილად მიიღწევა და ერთ-ერთი სწორედ რეფერენტული ფასის არაეფექტურობაა. ანუ როგორც მსოფლიო პრაქტიკამ გვაჩვენა რეფორმის ავტორები, რომლებიც ცდილობდნენ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაეცვათ მაღალი ფასებისგან, ყველაზე მეტად სწორედ მათ აზიანებდნენ მსგავსი გადაწყვეტილებებით.

შეგვიძლია ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოვიყვანოთ, თუ რა შედეგი მისცა ფასის ზედა ზღვარის დადგენამ კომუნალურ სფეროს. მაგრამ ალბათ ბევრისთვის ეს თემა უფრო ადვილად აღსაქმელი გახდება, თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირში ჩვენი მშობლები, დახლის ქვემოდან როგორ ყიდულობდნენ დეფიციტურ საქონელს, რომელშიც ფასის გარდა დამატებით თანხას იხდიდნენ. სწორედ ასეთ სქემას მივიღებთ რეფერენტული ფასის შემთხვევაშიც. ეს გამოცდილება უკვე გაგვაჩნია და ორჯერ შეცდომით ერთიდაიმავე ამღვრეულ მდინარეში შესვლა ვფიქრობ არ იქნება ჭკვიანური და მართებული.

მაშ გამოსავალი რაშია? ახალი ველოსიპედის მოგონება ნამდვილად არ გვჭირდება. არსებობს სახელმწიფო უწყება – კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომლის უშუალო ფუნქციებშიც შედის მედიკამენტის ბაზრის შესწავლა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტების ბაზარი ოლიგოპოლიურია, ხოლო ფასები საბაზროზე მაღალი.

აღნიშნული უწყება წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მლნ. ლარით ფინანსირდება. მომავალი წლიდან ეს თანხა 5 მლნ. ლარამდე იზრდება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა გამოავლინოს წამლის ბაზარზე ხომ არ ხდება:

  • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;
  • ადგილი ხომ არ აქვს კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის;
  • ადგილი ხომ არ აქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას;
  • ხომ არ ხდება საბაზრო ძალაუფლების ერთ ან რამდენიმე მოთამაშის ხელში თავმოყრა და სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ხელოვნურად ზრდის წამლის ფასს.

ჩამონათვალს დავამატებდი, ხელოვნურად ხომ არ ხდება წამლის ბაზარზე მოთხოვნის შექმნა, რათა გამოირიცხოს ეჭვი იმისა, “სააფთიაქო ბონუსების” სისტემა მედიკოსებს ხომ არ უბიძგებს რეცეპტში პაციენტს ჩაუწერონ ერთიდაიგივე დანიშნულების რამდენიმე წამალი?

ჰოდა, თუ აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიები პირობითად 200 და 300 პროცენტიან მარჟაზე გადიან ნაცვლად მაქსიმალური, ასევე პირობითად, 20 პროცენტისა, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა დაუწესოს კომპანიებს ფასის ნაცვლად მოგების მარჟის ზედა ზღვარი. მსგავსი პოლიტიკა ვფიქრობ სოციალურადაც სამართლიანი იქნება და ეკონომიკური თვალსაზრისით ბაზრის საქმიანობაში უხეში ჩარევასაც არ გამოიწვევს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ ანალიტიკურ განმარტებებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს,...

“3 800%-ით გაიზარდა 10-დღიანი პატიმრობების მაჩვენებელი, 2 233%-ით 15-დღიანი პატიმრობების. ადმინისტრაციული სასჯელებია. გასაოცარი დემოკრატიის...

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ადმინისტრაციული პატიმრობების...

“გეოპოლიტიკა: აზერბაიჯანის გაძლიერებული როლი და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ყოველთვის ყურადსაღები მოვლენაა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...