კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს...

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავს

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2022“ უწყების მენეჯმენტი წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორისაა Bloomberg, Euronews, BBC, Conde Nast Traveler, Wanderlust, Lonely Planet და სხვა გავლენიანი გამოცემები.

წელს, პირველად გარდა საქართველოს სტენდისა, ლონდონის ტურისტული გამოფენის ათასობით მონაწილესა და ვიზიტორს საშუალება აქვთ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 2022 წლის წიგნში გაეცნონ, სადაც აჭარის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუა გამოქვეყნებული. „WTM Yearbook 2022“ არის გამოცემა, რომელშიც ტურიზმის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან მკითხველს უზიარებენ სიახლეებს, ახალ გადაწყვეტილებებსა და ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციებს.

გასაკვირი არაა, რომ “შავი ზღვის მარგალიტი” ბათუმი, როგორც უძველესი ისტორიის, გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის, გასაოცარი არქიტექტურის, უნიკალური გასტრონომიისა და შავი ზღვის ულამაზესი პლაჟების გასაოცარი სინთეზის ქალაქი, 2022 წლის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემოანიაზე ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“. – წერია ლონდონის ტურისტული გამოფენის 2022 წლის წიგნში, რომელიც ტურიზმისა და ბიზნესის მთავარ მოთამაშეებს მიეწოდება.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა 43-ე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმართმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენას საშუალოდ.

51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და მასზე 5000-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...