ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა ბეჭებზე დასცა ჩემი ქვეყანა, ღირსებააყრილად...

“ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა ბეჭებზე დასცა ჩემი ქვეყანა, ღირსებააყრილად აქცია” – თაკო ჩარკვიანი

საქართველოში არსებულ გაჭირვებაზე, მძიმე ყოფასა და სხვა მძიმე პრობლემებზე საუბრობს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში:

ჯართს აგროვებს პატარა ობოლი ბიჭი, “ყოველდღე არაო, წვიმის მერე, წვიმის მერე უფრო მეტი ჯართიაო” ამბობს და ცრემლები ღაპაღუპით სდის 5 ლარი გამომდისო, საჭმელი არ გვაქვს სახლშიო.

“ჯართად” აქცია ჩემი მიწა, ჩემი სამშობლო, ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა, ბეჭებზე დასცა ჩემი ქვეყანა, ღირსებააყრილად აქცია. დიახ, ამ ქვეყანას, ამ წალკოტს აღარავინ, არავინ მოიხსენიებს უკვე საზღვარს იქით… ჩვენი ქვეყნის პასპორტი მეორეხარისხოვანი გახდა, მექსიკის საზღვარს კვეთენ ბავშვებით ზურგზე მოკიდებული ქართველები, ტალახიან ეკალბარდებიან გზას გადიან, ზღვას, ჭაობს, შლამს გაივლიან ან ვერ გაივლიან და იქვე თვალებგახელილები რჩებიან, ან თვითმფრინავის საბარგულში პოულობენ უპატრონო უცნობ ცხედრად, მათი ტრაგედიაც, სურვილები, სიყვარული, სილაღე, შფოთვა, ყველაფერი უცნობ ისტორიად – უცხო ცხედრად რჩება…

ნანატრი თავისუფლების ძიებაში თუ სარჩო-საბადებლის ძიებაში ისინი ტოვებენ საქართველოს, ჩემი ამაყი ქართველები აღარ იბრძვიან?! ჩემი ამაყი ქართველები დაიღალნენ?! ჩემი ამაყი ქართველები გამოიფიტნენ?!

ბადე შემორტყმული საქართველო გულს მიკლავს, შეურაცხმყოფელს ხდის ყოფას. ასე გვექცევიან, ასე ექცევიან ჩემს სამშობლოს, როგორც ერთხელ პოეტმა გულისტკივილით ბრძოლის უნარდაკარგულ ქართველებს უთხრა თქვა : “შენ გალიის ჩიტი ხარ? და სხვაგან ვერ იგალობებ?!” და იქვე ესეც თქვა იგივე პოეტმა: “შენს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ ყოფილა, შენს შემდეგ სიცოცხლეც შევარცხვინე“.

ასეა – მართლაც შევარცხვინე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...