ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ მიმდინარეობს. ღონისძიებაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიციაა წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. იმართება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან.

„ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

გამოფენა 4 ნოემბერს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული