ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ის...

“ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს” – გიგი უგულავა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ერთგვარი გამაფრთხილებელი პოზიციით მიმართავს ბიზნესმენებს:

ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში ხარ ჩვეულებრივი შ.პ.ს. მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ “გვარამიას საქმე” მათ არ შეეხებათ?! სამართლებრივი პრეცენდენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის “შავი მილები” და საქმე უკვე აწყობილია, გაჩარხულია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება ვიდრე დღეს იყო.

ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს. ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ აღარავინ იქნება ხმის ამომღები.

ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი. თქვენ კი ვინც თქვენს დუმილს თქვენი “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამოიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...