კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის “PATA” საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის მთავარ მოთამაშეებთან გამართა. B2B შეხვედრებზე კომპანიებისთვის აჭარისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შეთავაზება მიმდინარეობდა.

მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, დანიის სამეფოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება.

ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო აისახოს მათ ტურისტულ პაკეტებში, რათა სკანდინავიელი ტურისტებისთვის მოხდეს საქართველოს ტურისტული მიმართულების შეთავაზება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

დანიაში გამართულ ვორქშოპს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...