28 ოქტომბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 29-31 ოქტომბრის პერიოდისთვის.
გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ლარის კურსის ვარდნა რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის, დოლართან. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად:
25 ოქტომბერი – 2.7578;
26 ოქტომბერი – 2.7723;
27 ოქტომბერი – 2.7821;
28 ოქტომბერი – 2.7840.
ბოლო ვაჭრობაზე კი ლარი გამყარდა, 0.0082 ლარით და 1 აშშ დოლარი 29 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7758 ლარი.
ბოლო კვირაში ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:
25 ოქტომბერი – 2.7076;
26 ოქტომბერი – 2.7329;
27 ოქტომბერი – 2.7874;
28 ოქტომბერი – 2.7932.
ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა, თანაც საგრძნობლად 0.0341 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7591 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2027 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1492 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7520 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6365 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.0167 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7892 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.8264 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.8335 ლარი
100 იაპონური იენი – 1.8800 ლარი
ლარის კურსმა, რუსულ რუბლთან მიმართებაში გასულ კვირაშიც გააგრძელა უმნიშვნელო გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:
25 ოქტომბერი – 4.4945;
26 ოქტომბერი – 4.4881;
27 ოქტომბერი – 4.5072;
28 ოქტომბერი – 4.5372.
28 ოქტომბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა აქაც გამყარდა 0.0390 ლარით და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4982 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი