ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:
29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის სამხედრო დასახლების, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის, ყიფშიძის, გიორგი წერეთლის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილი და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.