spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალაქი დანგრეული გზებით, გუბეებითა და სხვა პრობლემებითაა სავსე,...

“ქალაქი დანგრეული გზებით, გუბეებითა და სხვა პრობლემებითაა სავსე, თვითმმართველობა კი არაფრისმკეთებელი პარტიული აქტივისტებით გადავსებული” – მაკა შენგელია ჩხოროწყუს პრობლემებზე

ჩხოროწყუში არსებულ მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაკა შენგელია და აქედან გამომდინარე მძღოლების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

საქართველოში ავტომობილის ტექდათვალიერება მძღოლებისთვის სავალდებულო რომ გახადეს უკვე ვიცით. ინფლაციის შედეგად გაძვირებული ფასები საწვავზე, ავტომობილის ნაწილებზე და ზოგადად ყველაფერზე ესეც არახალია. ადგილობრივი მძღოლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილით ცდილობენ ოჯახის რჩენას, სულ უფრო ხშირად წუწუნებენ ჩხოროწყუში არსებული ავარიული, გაუბედურებული გზების გამო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ადგილი არ არის დარჩენილი, სადაც არ იყოს უზარმაზარი ორმო, რომელისთვისაც ავტომობილს დაზიანების გარეშე გვერდის ავლა შეეძლოს, რიგ შემთხვევებში კი დაზიანება საკმაოდ სერიოზულიცაა. ხოლო, კანონით დადგენილ ვადაში, ავტომობილი თუ ვერ გაივლის ტექინსპექტირებას, მძღოლი ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება.

თვითმმართველობის დაუდევრობის და ბიუჯეტის არამიზნობრივად დაგეგმის გამო,  უყურადღებოდაა დატოვებული დაზარალებულ მოქალაქეების პრობლემები, კომპენსაციაზე ზედმეტია საუბარიც.

მუნიციპალუტეტს 10 254 000 ლარამდეა აქვს ბიუჯეტი და აქედან 4 581 400 ლარი მიდის ხელფასებში. დარჩენილი თანხა კი ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს არ ჰყოფნის მოსაგვარებლად. მით უფრო, როცა ჩხოროწყუს ბიუჯეტით ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ერთი თეთრიც არაა წელს გამოყოფილი.

შესაბამისად, ქალაქი დანგრეული გზებით, გუბეებითა და სხვა პრობლემებითაა სავსე, თვითმმართველობა კი არაფრისმკეთებელი პარტიული აქტივისტებით გადავსებული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აფინანსებს სასოფლო გზებს, ცენტრალურ ნაწილს არ გამოუჩნდა დამფინანსებელი, ბიუჯეტი კი ძლივს ჰყოფნის “ოცნების” საარჩევნო ხმების შენარჩუნებას. ასეთი პოლიტიკის შენარჩუნებას მთლიანად მუნიციპალიტეტის გაღარიბება მოჰყვება, საბოლოო ჯამში კი – ქვეყნის“, – აცხადებს მაკა შენგელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...