სამშაბათი, მაისი 7, 2024

პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას იწყებს

პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას იწყებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა ბიუროს სხდომაზე.

ხვალიდან დაიწყება კანდიდატების მოსმენა. კანდიდატებს უკვე ვესაუბრეთ და გრაფიკი შედგენილია და მთელი ამ კვირის განმავლობაში, შაბათის ჩათვლით, გვექნება საკომიტეტო მოსმენები.

ცხრამეტი კანდიდატურაა წარმოდგენილი, ანბანური თანმიმდევრობითაა განაწილებული. სამ კანდიდატს მოვუსმენთ, ხოლო დანარჩენ დღეებში მოვისმენთ ოთხ-ოთხ კანდიდატს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და შესაბამისად, მომდევნო კვირისთვისაც მოვემზადოთ“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

25 დან 29 ოქტომბრის ჩათლით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს მოუსმენს.

25 ოქტომბერს

1. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, ხელმძღვანელი

2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“, ადვოკატი

3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

26 ოქტომბერს

4. ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“, ხელმძღვანელი

5. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

6. თინათინ ერქვანია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი

27 ოქტომბერს

8. ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“, თავმჯდომარე

9. ლევან კოკორაშვილი- ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

10. ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, თავმჯდომარე

11. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი”, დირექტორი

28 ოქტომბერს

12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

13. მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“, დამფუძნებელი

14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

29 ოქტომბერს

16. ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, აღმასრულებელი დირექტორი

17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“, მმართველი პარტნიორი, დირექტორი

18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი

19. ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ საქართველოს სასამართლოს გუშაგი, დირექტორი

თითოეული კანდიდატის მოსმენისთვის რეგლამენტით 2 საათი და 20 წუთია განსაზღვრული.

აქედან, კანდიდატებს გამოსვლისთვის 10 წუთი დაეთმობათ, ფრაქცია „ქართული ოცნება“- 40 წუთით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კი, 15 წუთით ისარგებლებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტით განსაზღვრულია 10 წუთი, ბოლოს კი კანდიდატს დასკვნითი სიტყვისთვის 5 წუთი დაეთმობა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული