ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეკონომიკური კეთილდღეობა და ზრდა - ეს არის ციფრებით...

“ეკონომიკური კეთილდღეობა და ზრდა – ეს არის ციფრებით მანიპულირებით, რომ მოგაჩვენონ თითქოს ყველაფერი კარგად არის” – კობა გურული

ქუთაისის საკრებულოსა და პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი კობა გურული ,,Mega Tv”-ის გადაცემაში ,,მთავარი” საუბრობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტულად ასახელებს იმ ძირითად ფაქტორებს, რის ხარჯზეც ხდება მანიპულირება ეკონომიკური აღმავლობის წარმოჩენის მიზნით:

,,ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს ციფრებით, მაგრამ რისგან გამოდის და რის ხარჯზე შედგება?! მე მინდა ნათელი მოვფინო და სიმართლე ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს.

ეკონომიკური კეთილდღეობა და ზრდა – ეს არის ციფრებით მანიპულირებით, რომ მოგვაჩვენონ თითქოს ყველაფერი კარგად არის. რეალურად კი, ხარჯისთვის, თქვენი ჯიბიდან ამოდის უფრო მეტი. პენსიონერი დგას აფთიაქსა და სურსათის მაღაზიას შორის, აკეთებს არჩევანს – ამოიღებს ბოლო ხურდებს, გადათვლის და ფიქრობს – რა ვქნა დღეს? წამალი ვიყიდო თუ ერთი პური? – აი, ამ მდგომარეობაში ვართ. ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს.

სიმართლე იცით რა არის? – ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა გვაქვს, წინ მივდივართ – კი ბატონო, ციფრებით, მაგრამ თქვენი ჯიბისა და გაღარიბების ხარჯზე.

რეალობა არის ერთი რამ, ჩემო თანაქალაქელებო, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არის ციფრებით, მაგრამ ეს არის მანიპულირება.

რეალურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძლიერდები ქაღალდის ფურცელზე, ძლიერდება რაღაც ციფრებით და არა ახალი საწარმოების, ინვესტიციების, ტრანზაქციების ხარჯზე – ეს არაფერი არ გვაქვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით მარტო ერთ თვეში, ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ 15 მილიონით უფრო მეტი შევიტანეთ ბიუჯეტში მარტო იმის ხარჯზე, რომ ვყიდულობთ საავტომობილო ბენზინს 1 ლარით გაძვირებულს, რადგანაც ჩვენს მიერ გადახდილ ღირებულებაში ავტომატურად ჩადებულია დღგ 18%.

[გადაცემის წამყვანის განმარტება] – ოპონენტმა ახლა შეიძლება გითხრათ, რომ გაძვირება მოხდა საწვავის შემოტანის გაძვირების გამო – შარშანდელთან შედარებით წელს გაძვირდა – ასეთ დროს რას ვაკეთებთ?

სახელმწიფოს შეუძლია გადახედოს აქციზს და გაგვიაფოს, ამ მდგომარეობის ფონზე, როდესაც არის ასეთი კრიზისი, გააკეთოს თვეების მიხედვით ჩაშლა, რომ შემცირდეს რაღაც დონეზე აქციზი.

მე რა გავაკეთო, ჩვენმა თანამოქალაქეებმა, როდესაც, დავუშვათ, პედაგოგს ხელფასი ჰქონდა 600 ლარი, დღესაც აქვს იგივე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო არ ემსახურება ხალხის ინტერესებს, მაშინ რა ქნას ამ ხალხმა?!

შენ იმიტომ ხარ ხელისუფალი, რომ შენ უნდა მოიფიქრო, უნდა გყავდეს ექსპერტები, ეკონომისტები, ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე იფიქრებს არა იმაზე, როგორ მოვაჩვენოთ ხალხს თავი, რომ აი ეს ხდება, არამედ იმაზე, რომ იმ 600 ლარიანი ჩვენი თანამოქალქის მდგომარეობა არ გაგვიუარესდეს. ამაზე მაქვს საუბარი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა კობა გურულმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...