კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას! ქართული ფემინიზმის დედებო...

“თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას! ქართული ფემინიზმის დედებო და დეიდებო, ისიც ქალია და ახლა თქვენ ძალადობთ, როცა ტელეეთერში შეურაცხყოფას აყენებთ!” – ბონდო მძინარაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამო, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიმართ, ქალთა უფლებების დამცველებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებებს ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას!
აღიარეთ, რომ დღეს ფემინისტები საკუთარ თავდაჯერებულობაზე დაეთხლიშეთ!

სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და არა თქვენს ემოციებზე და ხუშტურებზე!
სასამართლოში უნდა წარგედგინათ, თუ რამე მტკიცებულება გქონდათ!

აქამდეც არაერთხელ განუხილავთ ოჯახური ძალადობის საქმე და ბევრი ახლაც იხდის სასჯელს!
და არამარტო საქართველოში!

აგერ, კევინ სპეისს აურიეს ცხოვრება და დაუნგრიეს კარიერა კრეტინული ბრალდებებით და ამერიკის სასამართლომ ის კაცი უდანაშაულოდ ცნო!
მაგრამ, რა ეშველება დაკარგულ წლებს, განადგურებულ კარიერას?! ვინ აუნაზღაურებს იმ ზარალს?!

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლება კი არ არის პრობლემა, პირიქით, პრობლემა ის იქნებოდა, უდანაშაულო კაცი დამნაშავედ რომ გამოეცხადებინათ და ციხეში ჩაესვათ!

და ეს უნდა გაეკეთებინათ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ფემინისტური პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო?!
ამ თავხედებს შეხედეთ, რა!

P. S. კიდევ ერთხელ ვიტყვი:
თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას!
ქართული ფემინიზმის დედებო და დეიდებო, ისიც ქალია და ახლა თქვენ ძალადობთ, როცა ტელეეთერში შეურაცხყოფას აყენებთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...