spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმითაა დაინტერესებული და დაკავებული, თუ...

“ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმითაა დაინტერესებული და დაკავებული, თუ როგორ ამოივსონ ჯიბეები ხალხისგან მოპარული ფულით” – ზაზა ვანაძე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაზა ვანაძემ სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობა, მმართველი პარტია უყურადღებობაში დაადანაშაულა:

მოგესალმებით, მე მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც რეალურად აწუხებს არამარტო ხულოს, არამედ მთელ ქვეყანას.

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის უმუშევრობა, რამაც, სამწუხაროდ, ხულოს რაიონი და სოფლები დააცარიელა მოსახლეობისგან. დღეს, სამწუხაროდ, ახალგაზრდობა და არამარტო ახალგაზრდობა, ვისაც შეუძლია შრომა, ყველა საზღვარგარეთ გარბის.

ჩვენს რაიონს, ხულოს აქვს ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი რომ განვითარდეს და ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დავასაქმოთ, თუმცა სამწუხაროდ ამას ადგილობრივი ხელისუფლება არ უწყობს ხელს.

მინდა გითხრათ, რომ ხულოს რაიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეიძლება გავაძლიეროთ სოფლები და ადმინისტრაციული ერთეულები. აქვე შევქმნათ სამუშაო ადგილები, შრომაშემძლე და ჯანმრთელი, ძლიერი საზოგადოება შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ ადგილობრივი მეურნეობა. სამწუხაროდ, რაიონის ხელისუფლება, ამ მიმართულებითაც არ მუშაობს, მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ადგილობრივ ჩინოვნიკების ოჯახის წევრებს რაც შეილება ბევრი ტენდერები მიცეს და ხალხის ფულები უშედეგოდ ხარჯონ, შედეგად კი ვერცერთი სოფელი ვერ განვითარდება.

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმითაა დაინტერესებული და დაკავებული, თუ როგორ ამოივსონ ჯიბეები ხალხისგან მოპარული ფულით,” – აცხადებს ზაზა ვანაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...