ორშაბათი, ივლისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას" - ირაკლი კობახიძე...

“ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას” – ირაკლი კობახიძე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით

ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია მხარს არ უჭირს იმის გამო, რომ რეზოლუციაში ერთ-ერთი ჩანაწერი ეთმობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

ხოლო, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო – ჟურნალისტებთან კონკრეტული პოზიციას არ აფიქსირებს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

,,ჯერ-ჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი.

ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას. ვნახოთ, იმის მერე შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ჩვენ სულისკვეთებაზე ვერ ვისაუბრებთ – აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს. მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით.

მე ვერ ვისაუბრებ ჩემ სულისკვეთებაზე. როდესაც სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს პოზიცია იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში. მარტივად არის აქ საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი...

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...