შაბათი, აპრილი 20, 2024

“18-20 წლის გოგო-ბიჭებს სიცოცხლე რომ არ უხარიათ და სიკვდილს ნატრობენ, იმ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნის როგორ არ გრცხვენიათ?!” – ლელა ჯეჯელავა

ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა, ემოციურ შეფასებებს აკეთებს და მწვავედ მიმართავს ხელისუფლებას:

ეპიზოდი ჩვენი დღევანდელი რეალობიდან: ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი საკმაოდ მკვირცხლად ავიდა, მანამდე კარგა მანძილი ირბინა, რომ ავტობუსისათვის მიესწრო. მძღოლმა გაოცებულმა აღნიშნა კაცის სპორტულობა და სიმხნევე. 87 წლის ვარო, – სიამაყით გამოაცხადა კაცმა. საამაყო ნამდვილად ჰქონდა.

კარებთან სკამზე 18-20 წლის გოგონები ისხდნენ. ასაკი რომ გაიგეს ფეხზე წამოდგნენ, ადგილი დაუთმეს კაცს. მანამდე არ აპირებდნენ, არ თვლიდნენ საჭიროდ. კაცმა – სამი ჩემხელა მოიყარეთ, ბაბუო,- დალოცა ახალგაზრდები. ერთმა გოგონამ საკმაოდ ნაღვლიანი და გაღიზიანებული ტონით უპასუხა: “რას ამბობთ, ერთი სული მაქვს როდის მოვკვდებიო“. 18 -20 წლის გოგონამ – ერთი სული მაქვს როდის მოვკვდებიო… – გესმით ეს რას ნიშნავს? შეიძლება რომელიმე დიდი სავაჭრო ქსელის თანამშომელი იყო და ღამის მორიგეობიდან ლექციებზე მიდიოდა.

18-20 წლის გოგო-ბიჭებს რომ სიცოცხლე არ უხარიათ და სიკვდილს ნატრობენ, იმ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნის როგორ არ გრცხვენიათ, ან რამდენი უნდა დააგროვოთ რომ ამ დეპრესიამ თქვენს შვილებამდე არ მოაღწიოს?!

გონზე მოსვლა მიჭირს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული