ვაკის პარკში, შადრევანში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დღეს ვაკის წმინდა სამების ტაძრიდან და შემდეგ ,,მზიურის“ კორტებიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს…
მარიტა სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. მიუხედავად მცირე ხნიანი მოღვაწეობისა მან ბევრ წარმატებას მიაღწია. იგი გატაცებული იყო სპორტით. მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.
ძალიან მძიმეა, როდესაც მომავალ თაობაზე და წარმატებულ ახალგაზრდებზე საუბარი წარსულ დროში გვიწევს, როდესაც ვიძახით ,,იყო“ და არა ,,არის“…
ვაკის პარკში გასართობად წასული მეგობრების ამბავი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა. მარიტა და მისი მეგობრები სათამაშოდ ვაკის პარკში წავიდნენ, სადაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, რომლის მოსატანადაც ბიჭები წყალში ჩავიდნენ. მარიტამ დაინახა, რომ მეგობრებს პრობლემები შეექმნათ, უკან ვერ ბრუნდებოდნენ და მათ დასახმარებლად შადრევანში ჩავიდა. რა დროსაც 13 წლის მოზარდს შადრევანში დენმა დაარტყა.
მარიტა სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გული გაუჩერდა…
გოგონა ,,მზიურის“ კორტებიდან, სადაც დიდ დროს ატარებდა, საზოგადოებამ ღირსეულად გააცილა უკანასკნელ გზაზე…
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე