13 ოქტომბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14-17 ოქტომბრის პერიოდისთვის.
რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გრძელდება ლარის კურსის გამყარების ტენდენცია, მათ შორის, დოლართან მიმართებაში – იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად:
11 ოქტომბერი – 2.7980;
12 ოქტომბერი – 2.7920;
13 ოქტომბერი – 2.7859.
ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა, 0.0118 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.7741 ლარი.
ბოლო 2 კვირაში ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა ლარი. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:
11 ოქტომბერი – 2.7124;
12 ოქტომბერი – 2.7105;
13 ოქტომბერი – 2.7057.
ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0087 ლარით და შემდგომი 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.6970 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.0923 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1492 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7511 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6309 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8742 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7769 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.8592 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.7610 ლარი
100 იაპონური იენი – 1.8897 ლარი
ლარის კურსის რუსულ რუბლთან მიმართებაში ბოლო 2 კვირაში გამყარების ფაზაში გადავიდა. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:
11 ოქტომბერი – 4.4689;
12 ოქტომბერი – 4.3454;
13 ოქტომბერი – 4.3333.
13 ოქტომბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0340 ლარით გაუფასურდა და შესაბამისად, შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.3673 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი