,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ,,მთავარი არხის” ეთერში გადაცემა ,,დღის ამბებში”, მწავავე და ემოციურ კომენტარს აკეთებს ვაკის პარკში 13 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების, მერიის წარმომადგენლების მიმართ:
,,ეს ხალხი არიან არამზადები. გარდა იმისა, რომ არაკომპეტენტურები და გაუნათლებლები არიან, კორუფციონერები არიან, არაადამიანებიც არიან. ეს ხალხი მართავს დღეს ქვეყანას და ამას უნდა დავუსვათ წერტილი, თორემ ხვალ ჩვენს ოჯახებს მოადგება ეს ტრაგედია.
მაპატიეთ, მაგრამ მართლა ჩვენი შვილები არიან. მეც ამ ხნის ბავშვი მყავს და მეზრდება. როგორ წარმოგიდგენიათ, მას რომ რამე დაემართოს, თვალებს გამოვთხრი ამ არამზადას! რა გადადგომაზეა ლაპარაკი?! ახლა გამოდის კიდევ და ვიღაცებზე გადააქვს აქცენტები.
ეს მეორე ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა. ეს ახვარი ადამიანი გამოდის და მშობლებს აკისრებს პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება აქ ემოციები შევიკავოთ?!
საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსი ვარ თუ ვინ ვარ! – ადამიანები უნდა ვიყოთ პირველ რიგში, ადამიანური გული უნდა გვქონდეს და ადამიანურად უნდა ვიყოთ განწყობილი, მითუმეტეს ბავშვებისადმი, ჩვენი მომავლისადმი!
საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! რა თავშეკავებაზეა საუბარი?!
რად გვინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ და ვიღაცა დეგენერატებს შევალიეთ მათი ცხოვრება! რომ სიცოცხლე წაართვას ვიღაცა უწიგნურმა იმიტომ, რომ 8 წელი უნდა ხრავდეს მერიას, მილიონებს უნდა აკეთებდეს. ამიტომ ჩემი, თქვენი და სხვისი შვილები უნდა შეეწიროს?!“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე